ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი Global School Alliance -ს წევრი გახდა
სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი Global School Alliance -ს წევრი გახდა, რომელიც ყოველთვის მზად არის წვლილი შეიტანოს განათლების მომავლის ფორმირებაში.
Global School Alliance არის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი, რომელიც გლობალური მოქალაქეების, ინოვაციებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ალიანსი აერთიანებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მთელი მსოფლიოდან რათა უზრუნველყოს მოსწავლეებისთვის გლობალური განათლების მიღების შესაძლებლობა.
ალიანსის მეშვეობით ჩვენს სკოლას ექნება წვდომა საერთაშორისო რესურსებზე, მიიღებს საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებას და ინფორმაციას საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ. ჩვენს მოსწავლეებს ექნებათ პერსპექტივა გაეცნონ სხვადასხვა კულტურასა და ინიციატივებს, რაც მათ გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
Global School Alliance- ს წევრობა წარმოუდგენელ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მთელი სკოლის საზოგადოებას.