დამფუძნებლები
ნინა ჩიკვაშვილი - პროგრესის ამერიკული საერთაშორისო სკოლების (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორია. პირველი სკოლა ქუთაისში 2002 წელს დააფუძნა მთავარი მიზნით - თანამედროვე, ინოვაციური და ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენება სასწავლო პროცესში.
პროგრესი დღეს სამ ამერიკულ სკოლას აერთიანებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 2500-მდე მოსწავლე სწავლობს და 500-ზე მეტი კვალიფიციური მასწავლებელი და პერსონალია დასაქმებული.
ნინა ჩიკვაშვილი განათლების ადმინისტრირების დოქტორია. მას აქვს მაგისტრის ხარისხი გლობალური ბიზნესის მენეჯმენტში (MBA). პროგრესის გენერალური დირექტორი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მეცნიერი (მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი), საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების საზოგადოების თანათავმჯდომარე (SITE USA), ბიზნეს ლიდერთა ასოციაციის „Women 4 Tomorrow”, ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM Georgia), საქართველოს ბიზნესს ასოციაციის და საქართველო-ისრაელის ბიზნესს ასოციაციის წევრია.
პროგრესის დამფუძნებელი ამერიკულმა ჟურნალმა FORBES-მა აღიარა მსოფლიოს 45 ყველაზე გავლენიან, წარმატებულ მეწარმე ქალს შორის. ნინა ჩიკვაშვილი ასევე არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო განათლების უფლებამოსილი მრჩეველი და საპატიო დელეგატი, ექსპერტი მშვიდობის განათლების მსოფლიო სამიტზე, რამდენიმე საერთაშორისო ლიცენზირებული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი საქართველოში, მათ შორის TOEFL-ის ცენტრი ამერიკულ საერთაშორისო სკოლებში.
პროგრესს, როგორც საგანმანათლებლო ჰოლდინგს, ნინა ჩიკვაშვილთან ერთად კიდევ ორი დამფუძნებელი ჰყავს: “პროგრეს ედუქეიშენ გრუფ” და “ანაგი განათლებისთვის”.
2022 წელს ინოვაციური და თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობისთვის პარტნიორობა დაიწყო პროგრესსა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის. „ანაგი განათლებასთან" თანამშრომლობით პროგრესის მასშტაბური პროექტი განხორციელდა - ბათუმში ახალი ინოვაციური კამპუსი გაიხსნა, რომლის ინვესტიციამ 7 მილიონი ევრო შეადგინა.
1000 მოსწავლეზე გათვლილი შენობა ინფრასტრუქტურითა და მოწყობით თანამედროვე სკოლის მაგალითია. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო და საკონფერენციო დარბაზები, მოსასვენებელი, სამზარეულო, ფიზიკური აღზრდის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებისთვის განკუთვნილი სპორტდარბაზი – სკოლა მომავალი თაობის სრულყოფილი აღზრდისთვის საჭირო ყველა პირობას და სტანდარტს აკმაყოფილებს. კამპუსი სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საჭირო რესურსით (ლიფტი, პანდუსები, საპირფარეშოები).
ინტერაქტიული სწავლისთვის ყველა საკლასო ოთახში განთავსებულია სმარტ დაფები, რომელიც სწავლა/სწავლების პროცესს მრავალფეროვანს ხდის. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დაცვითი, პერიმეტრული, სახანძრო, შიდა და გარე ვიდეოკონტროლის სისტემები, 24 საათიანი დაცვის სამსახური.
ბათუმში წარმატებული პარტნიორობის საფუძველზე, უკვე დაიგეგმა პროგრესის ახალი კამპუსის მშენებლობა თბილისში, რომლის ინვესტიციაც 10 000 000 ევრო იქნება. ნინა ჩიკვაშვილი ბიზნესპარტნიორ „ანაგი განათლებასთან“ ერთად მოსწავლეებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების კამპუსში, 2025-2026 სასწავლო წლიდან უმასპინძლებს.