ბრენდის ისტორია
23 წლის განმავლობაში "პროგრესმა" ჩამოაყალიბა სანდო, ძლიერი და ინოვაციური საგანმანათლებლო ბრენდი, რომელიც აღიარებულია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეში. მისი წარმატების საფუძველი გახდა კონსისტენტური კომუნიკაცია, გლობალური სტანდარტებისადმი ერთგულება, უწყვეტი განვითარება და მაღალი ხარისხის განათლება.
"პროგრესის" ბრენდის იდენტობა მტკიცედ დგას ნარინჯისფერზე, რომელიც სიმბოლურად ასახავს ენერგიას, წარმატებასა და სიცოცხლის ძალას. ეს ფერი არა მხოლოდ ვიზუალურ ელემენტებში, არამედ კომპანიის სულისკვეთებაშიც იგრძნობა, რაც ქმნის პოზიტიურ, დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ინოვაციური მიდგომები და თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიები აძლიერებს "პროგრესის" კონკურენტუნარიანობას, ხოლო მომხმარებელთა ნდობა იმ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებიც 23-წლიანი გამოცდილების განმავლობაში დაუფასებელი არ დარჩენილა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული ინტელექტუალური საკუთრება კიდევ უფრო მეტად ადასტურებს ბრენდის სანდოობასა და ექსკლუზიურობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.
„პროგრესი“ – ადგილი, რომელიც ამზადებს მომავალ ლიდერებს მსოფლიო არენისთვის!