დასრულდა გუნდი LIGGA-ს და პროგრესელების მოგზაურობა NASA-ში
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის მოსწავლეების მოგზაურობა გუნდი LIGGA-ს სხვა წევრებთან ერთად NASA-ში დასრულდა.
ამჯერად, მონაწილეებმა უწონადობის სიმულაციიის შეგრძნებისთვის, წყალქვეშა დაივინგი გამოცადეს, ნასას ასტრონავტს ბილ მაკარტურს (Bill McArthur) შეხვდნენ, რომელსაც კოსმოსში 4 მოგზაურობა და ჯამში, 224 დღე აქვს გატარებული.
პროგრამის დასასრულს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს საზეიმოდ გადაეცათ სერტიფიკატები და ჯილდოები.
შეგახსენებთ, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული გუნდი LIGGA ნასაში გაემგზავრა რომელთა ორი წევრი ირაკლი ქუცნაშვილი და ალექსი კუხიანიძე ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის მოსწავლეები არიან.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2015 წლიდან საქართველოში, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება.
გუნდს მენტორობა გაუწიეს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის STEM კლუბის ხელმძღვანელებმა მარეხი მაზანაშვილმა და უტა კილასონიამ.
"რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა"- გუნდის მიერ შექმნილი ამ პროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და მისი გავრცელების არეალის განსაზღვრა.