მოსაწვევი კონფერენციაზე "სასკოლო განათლების დონის გაუმჯობესება გლობალიზებულ სამყაროში”
ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ Imperial English UK-სთან პარტნიორობით გიწვევთ კონფერენციაზე „სასკოლო განათლების დონის გაუმჯობესება გლობალიზებულ სამყაროში - გაკვეთილები გაერთიანებული სამეფოდან.“
კონფერენცია, რომელიც 15-მდე ქვეყნის ათეულობით სკოლას, სასკოლო განათლების ლიდერსა და მასწავლებელს გააერთიანებს, არის უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოთ სასკოლო განათლების სისტემაში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას; შეიძინოთ საერთაშორისო პარტნიორები და სასწავლო პროცესში დანერგოთ მიღებული გაკვეთილები.
? როდის: 11-15 დეკემბერი, 2023
? სად: Aston University, ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი
რა დაგხვდებათ კონფერენციაზე?
- გლობალური პერსპექტივები: აღმოაჩინეთ მსოფლიოში დანერგილი სწავლების საუკეთესო პრაქტიკა, რათა უკეთ მოამზადოთ თქვენი მოსწავლეები მზარდად ცვალებად სამყაროში წარმატების მისაღწევად.
- ინტერნაციონალიზაცია: გაეცანით წარმატებული ინტერნაციონალიზაციის პროცესისთვის საჭირო სტრატეგიებს; გაეცანით მოწვეული ექსპერტებისა და უცხოელი კოლეგების საუკეთესო პრაქტიკისა თუ კურიკულუმის განვითარების შესახებ; აღმოაჩინეთ, როგორ მოარგოთ გლობალური პერსპექტივები თქვენი სკოლის საგანმანათლებლო პროგრამას.
- აკრედიტაცია: გაიღრმავეთ ცოდნა აკრედიტაციის პროცესზე და აღმოაჩინეთ, როგორ შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებს მსოფლიო დონის განათლება შესთავაზოთ. აკრედიტაცია გაამყარებს თქვენი სკოლის რეპუტაციას და საერთაშორისო აღიარებამდე მიგიძღვებათ.
- ვიზიტი გაერთიანებული სამეფოს სკოლებში: კონფერენციის ფარგლებში, მოგეცემათ შესაძლებლობა ესტუმროთ გაერთიანებული სამეფოს სკოლებს.
- საერთაშორისო თანამშრომლობა: გაიცანით სასკოლო განათლების ლიდერები და მასწავლებლები მსოფლიოს 15-მდე ქვეყნიდან ( შვედეთი, ტუნისი, ლიბანი, საქართველო, აზერბაიჯანი, ბრაზილია, მიანმარი, ნეპალი, საფრანგეთი...) და აღმოაჩინეთ ნაყოფიერი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
- მრგვალი მაგიდა: გააცანით თქვენი სკოლა 25-მდე საერთაშორისო სკოლის ლიდერებსა და მასწავლებლებს და აღმოაჩინეთ პარტნიორობის შესაძლებლობები.
- შთამაგონებელი მომხსენებლები: მოუსმინეთ გამოსვლებს, რომლებიც შთაგონებით აგავსებთ და საკლასო ოთახში მეტად ეფექტურ შედეგებამდე მიგიძღვებათ.
კონფერენციაზე მონაწილეობის ღირებულება:
900 ფუნტი საცხოვრებლის გარეშე (ღირებულება მოიცავს 3 საკონფერენციო დღეს, ლანჩს და 2 დღიან ტურს ლონდონში)
ან
1500 ფუნტი* საცხოვრებლით (ღირებულება მოიცავს 3 საკონფერენციო დღეს, საცხოვრებელს 6 ღამის განმავლობაში, ლანჩს და 2 დღიან ტურს ლონდონში)
*ღირებულებაში არ შედის ავია-ბილეთების ხარჯები და სავიზო მოსაკრებელი, რომელსაც დაფარავს თითოეული მონაწილე. მონაწილეთათვის გაერთიანებული სამეფოს ვიზის მოპოვების პროცედურას წარმართავს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი.
კონფერენციაზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/bgnX8
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი: https://shorturl.at/jyV13
მადლობა ნდობისთვის და თანამშრომლობისთვის, შევხვდებით ბირმინგემში!