ვორკშოპი უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სოციალური მეწარმეობის შესახებ ვორკშოპი ჩატარდა.
ვორკშოფის მონაწილე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოციალური მეწარმეობის თემაზე მიეღოთ, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე ჩართულიყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია ამ ქვეყნებში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდების, დემოკრატიულ საქმიანობაში და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, სოციალური უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით.