პროგრესის კიდევ ერთი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა, V-XII კლასის მოსწავლეები ამჟამად გერმანიაში იმყოფებიან.
პროგრამის ფარგლებში ისინი დორტმუნდის ტექნიკურ უნივერსიეტეტს სტუმრობენ და უნივერსიტეტის პროფესორის, ანდრეი სოკოლოვის სემინარს ესწრებიან, თემაზე “ხელოვნური ინტელექტი”.
დორტმუნდის უნივერსიტეტი გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელია, რომელიც 1968 წელს დაარსდა. უნივერსიტეტი ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომებით, მაღალი ხარისხის აკადემიური პროგრამებით მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში.
ვიზიტის ფარგლებში პროგრესელებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, ესტუმრნონ ბოხუმის უნივერსიტეტსა და სხვადასხვა სანახაობრივ ადგილს.
შეგახსენებთ, რომ სკოლა პროგრესი ყოველწლიურად არაერთ საერთაშორისო გაცვლით პროგრამას ახორციელებს, როგორც ევროპის, ისე ამერიკის მასშტაბით. აღნიშნული პროგრამები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, რაც მათ პიროვნულ და აკადამიურ განვითარებას უწყობს ხელს.