2025-02-07
პროგრესის ამერიკული პროგრამის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე სამზარეულო ხელსაწყოები შეისწავლეს და მათი გამოყენებით პატარა საოცრებები შექმნეს.
ამ პროცესში მათ არა მხოლოდ კულინარიული უნარები განივითარეს, არამედ პრაქტიკულად გაიაზრეს, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და შემოქმედებითი მიდგომა.
სამზარეულოს ხელსაწყოების გამოყენებისას ბავშვებმა ასევე ისწავლეს, როგორ უნდა დაიცვან უსაფრთხოებისა და ჰიგიენური წესები.