ევროპის დღე პროგრესში!
ქუთაისში ევროპის დღის მთავარი ღონისძიების მასპინძელია ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი!
მთელი დღის განმავლობაში კამპუსი გადაიქცევა ინოვაციურ საგანმანათლებლო ფესტივალად – მრავალფეროვანი აქტივობებით, შემეცნებითი თამაშებით, მწვანე ვორქშოპებით, ინტერაქციული წარმოდგენებითა და განსაკუთრებული პრიზებით, რომლებიც გელოდებათ „Progress InfoHub“–ში – ჩვენს ექსკლუზიურ საინფორმაციო და გასართობ სივრცეში!
დღის პროგრამა და მთავარი აქტივობები პროგრესში
12:00–17:00 – პროგრესის არაფორმალური და ინოვაციური განათლების გამოფენა – წარმოდგენილი იქნება თანამედროვე საგანმანათლებლო პლატფორმები და სტარტაპები, სიმულაციური და ინტერაქტიური სწავლების მოდელები – AthleTack და სმარტ დამრევი.
12:00–17:00 – Progress InfoHub“–ში სამაგიდო თამაში „ევროპის გზა“ – საგანმანათლებლო თამაში, რომელიც მონაწილეებს ევროპული ერთიანობის გზას გააცნობს.
12:00–17:00 Progress InfoHub –ში ქვიზ მარათონი – თემატიკა: ევროკავშირი და საქართველო.
–––
12:00–17:00 – გარემოსა და ინოვაციების ზონა
• ინტერაქტიური და საგანმანათლებლო თამაშები – ევროკავშირის პროექტების მიერ შემუშავებული აქტივობები ახალგაზრდებისთვის.
• მწვანე კუთხე – გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შესახებ სახალისო და შემეცნებითი აქტივობები.
• საბავშვო კითხვის საათი – მწერალი და ილუსტრატორი ია გაბუნია წაიკითხავს წიგნს „სად გაქრა დედამიწა?“ მოთხრობა, რომელიც პატარებს ბუნების სიყვარულს ასწავლის.
• თოჯინების წარმოდგენა კლიმატზე და მეგობრობაზე – ცოცხალი თოჯინური შოუ თხრობითა და მუსიკალური ელემენტებით.
• 15:00–17:00 – საგანმანათლებლო თამაში „წიგნის თარო“ – ევროპის შესახებ.
14:30–17:00 – მწვანე მოდის ვორქშოპი
• სოციალური საწარმო VINTYLATOR-ის ვორქშოპი
მონაწილეები გაიგებენ, როგორ გადაიქცევა ტექსტილის ნარჩენები ახალ სიცოცხლად – უნიკალურ დეკორაციებად, გასაღების საკიდებად ან ცხოველების სათამაშოებად ️
15:00–17:00 – ურბანული გამწვანება
• ფლორისტი და სტარტაპის დამფუძნებელი არჩილ ღოღობერიძე გაუძღვება ინტერაქციულ ვორქშოპს “Seed Bomb” ტექნიკაზე – როგორ გავხადოთ ქალაქი მწვანე ჩვენი ხელებით
16:00–17:00 – „ჰაერის ხარისხი საქართველოში“
• ინტერაქტიური დისკუსია ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით: რას ფიქრობს საზოგადოება ჰაერის დაბინძურებაზე, როგორ აღიქვამენ რისკებს და რა ნაბიჯები იგეგმება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ️
გელოდებით! #ertad აღვნიშნოთ ევროპის დღე #პროგრესში!