2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღების პროცესი დაიწყო
აპლიკანტებმა, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მოიპოვეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე: „გრაფიკული დიზაინი“ (არაინტეგრირებულ) ჩარიცხვის უფლება სწავლის დაწყებამდე სკოლაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობასაშუალო საფეხურის დაძლევის შესახებ. აპლიკანტი თავისუფლდება აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ საშუალო განათლების საფეხურის დაძლევა დასტურდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
- წვევამდელი მიღწეული აპლიკანტი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) ვალდებულია წარმოადგინოს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აპლიკანტმა, რომელმაც უცხოეთში/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღო განათლება, უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
პირი, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით წარმოადგენს ცნობას განათლების შესაბამისი დონის დაძლევის შესახებ, ვალდებულია არაუგვიანეს სწავლის დაწყებიდან 3 თვისა, სკოლას წარუდგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
საბუთების მიღება წარმოებს 2025 წლის 05 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე ქ. ქუთაისი დ. აღმაშენებლის №20.
