პროგრესის ამერიკული სკოლები – პირველი სკოლა საქართველოში Coursera-ს პარტნიორთა ქსელში
Coursera Connect 2025 პარიზში გაიმართა, სადაც მსოფლიოს 19 ქვეყნიდან წარმოდგენილნი იყვნენ Coursera-ს პარტნიორები. ღონისძიება გლობალური Networking და ინოვაციური განათლების იდეების გაზიარების შესაძლებლობა იყო.
საქართველოდან ღონისძიებას ექსკლუზიურად ესწრებოდა ნინა ჩიკვაშვილი, პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი, HRPA • Georgia–ს წარმომადგენლებთან ერთად.
ამ ღონისძიების შედეგია, რომ პროგრესის ამერიკული სკოლები გახდა პირველი სკოლა საქართველოში, რომელმაც Coursera-სთან ოფიციალური პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. ამ პარტნიორობის ფარგლებში, მოსწავლეებს აქვთ წვდომა Coursera-ს უნივერსიტეტებისა და გლობალური კომპანიების კურსებზე, რაც მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ზრდის.
პარტნიორობა მოიცავს სამმხრივ თანამშრომლობას: პროგრესის ამერიკული სკოლები × HRPA • Georgia × Coursera, რაც უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის და განვითარებას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

