ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2025 წლის საპრიზო ადგილი ჩვენია! STEM აკადემიის კიდევ ერთი დიდი წარმატება!
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2025 წლის საპრიზო ადგილოსანი გუნდი „RiskTrackers“ გახდა და Liberty-ის სპეციალური პრიზი - სასწავლო ვიზიტი ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში (ცერნი), შვეიცარია მოიპოვა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში 101 გუნდი და 337 მოსწავლე მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. „RiskTrackers“ პროგრესის ამერიკული სკოლების, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის, მ. ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და ფოთის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდია, რომელმაც განსაკუთრებული ინოვაციური უნარებით გამოიჩინა თავი.
გუნდის პროექტი: სტიქიური კატასტროფების ადრეული მონიტორინგის სისტემა, რომელიც ნიადაგის გადაადგილებისა და ნალექების მონაცემებზე დაყრდნობით საფრთხეებს პროგნოზირებს.
გუნდს მენტორობას პროგრესის ამერიკული სკოლების STEM აკადემიის ხელმძღვანელი უტა კილასონია უწევდა.
პროგრესის STEM აკადემია წლიდან წლამდე ადასტურებს, რომ ინოვაციები მათი ძლიერი მხარეა. პროგრესელები არა მხოლოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს, არამედ მომავალს იდეებით, კვლევით და მსოფლიო მასშტაბის გამარჯვებებით ქმნიან.

