პირველად პროგრესში - პროექტი „დებატების ვიქენდი“ ჩატარდა!
ჩვენმა მოსწავლეებმა კარლ პოპერის დებატებში მიიღეს მონაწილეობა და გაერთიანებული აზრების, გეგმებისა და არგუმენტების შედეგად შექმნეს რეზოლუცია:
“ქვეყნის განვითარებისთვის ტექნოლოგიების დანერგვა პრიორიტეტული უნდა იყოს.”
დებატებში 30 მოსწავლე მონაწილეობდა. ჯამში 4 რაუნდი ჩატარდა. საუკეთესო შედეგების მქონე გუნდებმა ნახევარფინალში გადაინაცვლეს, სადაც ჩემპიონი გუნდი გამოვლინდა. ტურნირის ბოლოს კი 5 საუკეთესო მომხსენებელი დასახელდა.
ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი, გამარჯვებულებმა – თემატური საჩუქრები.
მსგავსი მასშტაბის პროექტი პროგრესელს აძლევს მოტივაციას, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი და გაიზარდოს როგორც მომავლის ლიდერი.
