ახალგაზრდა ევროპელი ელჩები პროგრესში
28 სექტემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან და ევროკავშირიდან პროგრესში შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრის მიზანია უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის (16 წლიდან) ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ახალგაზრდული შესაძლებლობების (ერასმუს პლუსი, მოხალისეობრივი და გაცვლითი პროგრამები) შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ასევე, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის გაცნობა და ქსელში გაერთიანების მსურველთა კონსულტირება შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე.
თუ გაინტერესებს შენი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხი და გინდა გაიგო მეტი ევროკავშირის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებზე და გინდა წარმოადგინო შენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე, მაშინ არ გაუშვა შანსი და დარეგისტრირდი დღესვე:
https://euneighbourseast.eu/ka/young-european
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში და ორგანიზებულია ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ.