სკოლა პროგრესსა და კონფუცის კლასს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ქუთაისის პროგრესსა და ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ “კონფუცის კლასს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმის საფუძველზე, ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში კონფუცის კლასის მიერ განხორციელდება ჩინურ ენის შესწავლა სკოლის მოსწავლეებისა და პერსონალისთვის.
მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდას და მოსწავლეებს შეუქმნას მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება.
შეხვედრა 28 სექტემბერს, ქუთაისის უნივერსიტეტში შედგა და მას ესწრებოდნენ სკოლა პროგრესის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი-ნინა ჩიკვაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი-ნათია კილაძე, ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი-გოჩა თუთბერიძე, კონფუცის კლასის ქართველი დირექტორი-გიორგი დათუაშვილი და ჩინეთის მხარის დირექტორი-ჟუ ძიანბინგი.
„კონფუცის კლასი “ 2020 წელს დააფუძნა სინციანის სამედიცინო უნივერსიტეტმა ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე. კლასი უზრუნველყოფს სასწავლო კურსების Hsk1 და Hsk2 დონეებზე მოსწავლეების და პერსონალის მომზადებას.