2024-07-05
პროგრესის მოსწავლეებს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე შეხვდა
ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობით, ჩატარდა ლექცია თემაზე: „მედიაწიგნიერება“, რომელსაც უძვებოდა ბატონი დათო.
მან მოსწავლეებს გააცნო მედიაწიგნიერების არსი, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმები და “Fake News”-ის გავრცელების საფრთხეები თანამედროვე ციფრულ სამყაროში.
ლექციამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ახალგაზრდებს, რათა თავი დაიცვან დეზინფორმაციისა და ინტერნეტ საფრთხეებისაგან.
ლექციის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.