სიმბოლურია, რომ მასწავლებლის საერთაშორისო დღის შემდეგ 6 ოქტომბერს „განათლების საერთაშორისო ფორუმზე” სწორედ მასწავლებლების წინაშე მქონდა მოხსენება თემაზე: „ახალგაზრდების გაძლიერება საერთაშორისო განათლების მეშვეობით: სტუდენტების ჩართულობა გლობალური პერსპექტივებითა და შესაძლებლობებით“.
ისეთ პროგრამეზე საუბარი, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების გაძლიერებასა და მათ ჩართულობას საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „პროგრესში” პროგრესული კურსი მას შემდეგ უცვლელია, რაც სკოლა დავაფუძნე ჯერ კიდევ 2002 წელს.
მოხსენებისას ვისაუბრე „პროგრესის” ამერიკული საერთაშორისო სკოლების ერთ-ერთ უმთავრეს და გამორჩეულ კომპონენტებზე: კრედიტების სისტემაზე, AP საგნებზე, საუნივერსიტეტო მრჩეველზე, საერთაშორისო აკრედიტაციასა და საერთაშორისო გამოცდების ( SAT, IELTS, TOEFL) მოსამზადებელ პროგრამებზე.
მიხარია, რომ დღეს კონკრეტული საგანმანათლებო პროგრამებით სარგებლობის უფლება აქვს არა მარტო თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სკოლა პროგრესის ახალგაზრდებს, არამედ ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც აქვს სურვილი იგრძნოს განვითარება, წინსვლა და წარმატებისგან მოტანილი ბედნიერება და თავისუფლება.