29 სექტემბერს ქუთაისში ახალგაზრდული კონფერენცია - „ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები” გაიმართა. ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი” კი ყოველთვის იქ არის, სადაც ახალგაზრდები, შესაძლებლობები, განვითარება და რა თქმა უნდა, უწყვეტი პროგრესია.
„ახალგაზრდების გაძლიერება საერთაშორისო განათლების მეშვეობით: გლობალური პერსპექტივები და შესაძლებლობები - ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელთა შესახებ ინფორმაციაც აუდიტორიას გავუზიარე. სკოლა „პროგრესი” უწყვეტი პროგრესით განაგრძობს ახალგაზრდებისთვის გლობალური შესაძლებლობების გაზიარებასა და ინოვაციური სწავლისების მეთოდებისადმი ხელმისაწვდომობას. სწორედ ამ თემებს ეხებოდა ჩემი მოხსენებაც.
ჩვენი სკოლა ამაყობს, რომ მოიპოვა Cognia-ს საერთაშორისო აკრედიტაციას. Cognia გლობალურად აღიარებული ორგანიზაციაა, რომელიც აფასებს და სერტიფიცირებას უწევს სკოლებს განათლების ხარისხის მიხედვით. მიმდინარე წლის აპრილში ჩვენ წარმატებით მოვიპოვეთ რე-აკრედიტაცია, რაც ადასტურებს ჩვენს მუდმივ ერთგულებას მაღალი ხარისხის, საერთაშორისო დონეზე აღიარებული განათლების უზრუნველყოფისადმი.
გარდა ამისა, ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა მრავალმხრივ, გლობალურ განათლებას. „პროგრსი” მოსწავლეებს Advanced Placement (AP) საგნებს სკოლის სამივე კამპუსში სთავაზობს. AP პროგრამა ჩვენი ამერიკული სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ უნივერსიტეტის დონის სასწავლო კურსებში ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში. ეს პროგრამა მოსწავლეს ხელმისაწვდომობას უზრდის გლობალური პერსპექტივებისადმი და ზრდის მათივე აკადემიურ მზადყოფნას უმაღლესი განათლებისთვის.
მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ AP კურსების გარდა, ჩვენი სკოლა მოსწავლეებს ამზადებს ორი ძირითადი გამოცდისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში მისაღებად მთელ მსოფლიოს მასშტაბით: SAT და IELTS.
მიხარია, რომ აუდიტორიაში ვხედავ უამრავ ახალგაზრდას, რადგან სწორედ მათი განვითარება და პროგრესია ჩემი მიზანი, რომელსაც უკვე რამდენი წელია ერთგულად ვემსახურები.
მინდა ყველა ახალგაზრდას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ თუკი თქვენი მიზანი განთლება, განვითარება და უწყვეტი პროგრესია, ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა!” - ნინა ჩიკვაშვილი.