პროგრესის ამერიკული პროგრამა – საერთაშორისო განათლების საწყისი!
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში – გთავაზობთ ამერიკულ სტანდარტზე დაფუძნებულ განათლებას. საერთაშორისო აკრედიტაციის (COGNIA) მქონე პროგრამა მოსწავლეებს I კლასიდან აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ორმაგი დიპლომი – ეროვნული და საერთაშორისო, რაც მათ კარიერულ და აკადემიურ გზაზე კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
პროგრესის ამერიკული პროგრამა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას სთავაზობს:
- ინგლისურენოვანი სასწავლო გარემო – ბავშვები ადრეული ასაკიდან ეუფლებიან ინგლისურს ბუნებრივად, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციისა და ენის ცოდნის განვითარებას.
- ინტერაქტიული და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – სწავლების პროცესში დიდი ყურადღება ექცევა ექსპერიმენტებს, პროექტებზე მუშაობას და STEAM საგნებს (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა).
- აკადემიური და შემოქმედებითი განვითარება – გაძლიერებული კურსები ლიტერატურაში, მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებაში, მუსიკასა და ხელოვნებაში ხელს უწყობს ლოგიკური, ანალიტიკური და კრეატიული უნარების განვითარებას.
- ინდივიდუალური მიდგომა – მოსწავლეები სწავლობენ მათ საჭიროებებზე მორგებული მეთოდოლოგიით, რაც პიროვნულ და აკადემიურ წინსვლას უზრუნველყოფს.
- ემოციური და სოციალური განვითარება – მენტორშიფი, ჯგუფური სამუშაოები და კულტურული აქტივობები ბავშვებს ეხმარება სოციალურ ადაპტაციაში და თავდაჯერებულობის გაძლიერებაში.
- საერთაშორისო შესაძლებლობები – მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა საზაფხულო და ზამთრის ბანაკებში ევროპასა და ამერიკაში, რითაც ისინი გლობალური განათლების ნაწილი ხდებიან.
პროგრესი მოსწავლეს არა მხოლოდ ცოდნას აძლევს, არამედ მას დამოუკიდებელ, კვლევასა და ანალიზზე ორიენტირებულ ადამიანად ზრდის. აქ დაწყებული სასწავლო გზა მომავალში საერთაშორისო კარიერულ და აკადემიურ შესაძლებლობებად გარდაიქმნება.
პროგრესი – თქვენი გზა გლობალური განათლებისკენ!