International Basketball Camp begins!
კალათბურთის მოყვარულებს პროგრესი გთავაზობთ ექსკლუზიურ საკალათბურთო კემპს.
წარმატებული მონაწილე სრულ ან 70% -იან დაფინანსებას მიიღებს საერთაშორისო საკალათბურთო სასწავლო პროგრამაზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში!
კემპს უხელმძღვანელებენ მოწვეული საერთაშორისო დონის ესპანური და ამერიკული გამოცდილების მქონე მწვრთნელები პროგრესის Progress Basketball Academy-ის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად.
კემპის ფარგლებში ხორციელდება:
- ინტენსიური ვარჯიშები – ტექნიკა, ტაქტიკა, ფიზიკური მომზადება;
- ინდივიდუალური სესიები – პირსონალიზებული მუშაობა მოთამაშის გაძლიერებაზე;
- თამაშზე დაფუძნებული სწავლება – ტურნირები, შეჯიბრებები და გუნდური დინამიკა;
- საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება – უცხოელი მწვრთნელებისგან სწავლის შესაძლებლობა;
- ლიდერობისა და მოტივაციის განვითარება – ვორქშოპები, გუნდური დავალებები, საუბრები პროფესიონალებთან;
- სერთიფიკატები და ჯილდოები – კემპის ბოლოს ოფიციალური აღიარება და პრიზები საუკეთესოებისთვის;
- უსაფრთხო, მეგობრული და მოტივაციური გარემო, რომელიც ახალ დონეზე აგიყვანს როგორც მოთამაშეს, ისე პიროვნულად.
საკალათბურთო კემპში მონაწილეობას აქვს უპირატესობები:
- ტექნიკური უნარები – ისწავლო მოძრაობის სისწორე, ბურთის კონტროლი, სროლა და დაცვითი ტექნიკა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
- ტაქტიკური აზროვნება – გაიღრმავო თამაშის სტრატეგიული ხედვა, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და სივრცული აღქმა;
- ფიზიკური გამძლეობა – განივითარო აჩქარება, მობილურობა, კოორდინაცია და საერთო ფიზიკური მომზადება პროფესიონალი მწვრთნელების მეთვალყურეობით;
- გუნდური თანამშრომლობა – შეითვისო პასუხისმგებლობა, კომუნიკაცია და ლიდერობა საერთო მიზნისკენ ორიენტირებული თამაშის მეშვეობით;
- დისციპლინა და მოტივაცია – განიმტკიცო სამუშაო ეთიკა, სისტემატური შრომის უნარი და მიზანმიმართულობა როგორც სპორტულ, ისე პირად ცხოვრებაში;
- საერთაშორისო ცნობიერება – შეიძინო მრავალკულტურული გამოცდილება და გაიაზრო საკუთარი ადგილი გლობალურ სპორტულ სივრცეში.
პროგრამა მოიცავს:
- ტექნიკურ და ტაქტიკურ ვარჯიშებს;
- ძირითადი უნარების განვითარებას: დრიბლინგი, პასის ტექნიკა, სროლა, დაცვა;
- ტაქტიკურ მოძრაობებს: შეტევისა და დაცვის კომბინაციები, პოზიციური თამაშის განვითარება;
- თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას: პრაქტიკული სიტუაციებისა და რეალური სცენარების ანალიზი;
- ინდივიდუალურ და მცირე ჯგუფურ მუშაობას;
- პერსონალიზებულ უკუკავშირს მწვრთნელებისგან;
- ინდივიდუალური განვითარების გეგმების შედგენას;
- კონკრეტულ პოზიციებზე ორიენტირებულ წვრთნას;
- ფიზიკურ მომზადებასა და აღდგენით აქტივობებს;
- სპეციალურ ფიზიკურ დატვირთვებს კალათბურთის სპეციფიკის გათვალისწინებით;
- სხეულის გამძლეობის, ბალანსის, კოორდინაციის და ძალის განვითარებას;
- მონიტორინგს ფიზიკური ტოლერანტობისა და ტრავმების პრევენციის მიმართულებით;
- საგანმანათლებლო ვორქშოპებსა და სემინარებს
- სპორტულ ფსიქოლოგიას, მოტივაციას, სტრესის მართვას;
- გუნდურ დინამიკას, ლიდერობას და კომუნიკაციას;
- სპორტში ეთიკისა და პროფესიონალიზმის სტანდარტებს;
- საგამოცდო ტურნირს და შეფასებას
- მონაწილეთა ჩართულობას მეგობრულ თამაშებსა და შიდა ტურნირში;
- ობიექტური შეფასების სისტემის გამოყენებას ინდივიდუალური პროგრესის დასაფიქსირებლად;
- სერტიფიკატების გადაცემასა და საუკეთესო მონაწილეთა დაჯილდოებას.
კემპს უხელმძღვანელებენ მოწვეული საერთაშორისო დონის ესპანური და ამერიკული გამოცდილების მქონე მწვრთნელები პროგრესის Progress Basketball Academy-ის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად.
მოწვეულ საერთაშორისო დონის მწვრთელებს:
- აქვთ ევროპის (ესპანეთი) და ამერიკის საკალათბურთო აკადემიაში მუშაობის გამოცდილება;
- მუშაობენ ახალგაზრდებთან როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურ გარემოში;
- ყურადღებას ამახვილებენ ტექნიკის, ტაქტიკისა და თამაშის აზროვნების განვითარებაზე;
- იცავენ უსაფრთხოების, ეთიკისა და პოზიტიური მოტივაციის თანამედროვე სტანდარტებს;
ადგილობრივი მწვრთნელები – Progress Basketball Academy:
- სერტიფიცირებული სპეციალისტები ფიზიკური აღზრდისა და სპორტული განათლების სფეროში;
- რეგულარულად გადიან გადამზადების პროგრამებს;
- ეფექტურად მუშაობენ მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან;
- მათი მიზანია ინდივიდუალური პოტენციალის აღმოჩენა და პროფესიული მხარდაჭერა.
- ჯგუფები დაკომპლექტდება სამ ასაკობრივ კატეგორიად.
თითოეულ ჯგუფში იქნება მაქსიმუმ 15 მონაწილე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მწვრთნელის მაქსიმალური ყურადღება თითოეულ მოსწავლეზე.
ჯგუფების დაკომპლექტება მოხდება წინასწარი რეგისტრაციისა და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე, რომლის მიზანია მონაწილეობისთვის შესაბამისი მომზადების დონის შეფასება.
დრო:
- 10-12 სთ
- 13-15სთ
- 15-17სთ
- 17-19სთ
თარიღი:
ბათუმი - 4,5,6 ოქტომბერი
წყალტუბო - 7,8,9 ოქტომბერი
მასტერკლასის ფასი ერთ მოსწავლეზე:
ბათუმი - 200 ₾
წყალტუბო - 180 ₾
რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე:
https://forms.gle/qno4nH7J2xnfug4S9
რეგისტრაციის შემდეგ თითოეულ მოსწავლესთან ჩატარდება ინდივიდუალური გასაუბრება.