A representative of the Free University in Progress held a meeting with senior students
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებისთვის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლის მიერ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ, გაეცნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურებს და მოისმინეს რჩევები მომავალი საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის.
შეხვედრაზე განხილული იყო თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული კონკურსები და გაცნობითი პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უნივერსიტეტის გარემოს და სასწავლო მიმართულებებს უკეთ გაეცნონ.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოზარდების პროფესიული ორიენტაციის განვითარებას და ეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში მომავალ კარიერულ გზაზე.

