New educational partnership with Hamburg State Gymnasium!
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესს ჰამბურგის შტრუენსეს სახელმწიფო გიმნაზიის დირექტორი ფრანკ ბერენდი, მათემატიკის მასწავლებელი კარინ ზაქმანი და ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ნეგლერი სტუმრობდნენ.
სტუმრებს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის ქუთაისისა და ბათუმის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კილაძემ უმასპინძა და სკოლის ინფრასტრუქტურა, სასწავლო გარემო და მიმდინარე საგანმანათლებლო ინიციატივები გააცნო.
რამდენიმე დღის წინ, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის საფუძველზე, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი და ჰამბურგის შტრუენსეს გიმნაზია ოფიციალური პარტნიორები გახდნენ.
პარტნიორობა მიზნად ისახავს მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებში ჩართვას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და განათლების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

