4 teams from Progress STEM Academy advanced to the finals of the Millennial Innovation Competition!
ნახევარფინალში სულ 28 ძლიერმა გუნდმა წარმოადგინა საკუთარი ინოვაციური პროექტი. ჟიურის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს მასშტაბით სულ 10 ფინალისტი გუნდი შეირჩა — და სიამაყით აღვნიშნავთ, რომ მათგან 4 სწორედ პროგრესელების გუნდია!
გაიცანით ჩვენი ფინალისტი გუნდები:
- საჰაერო მცველები
- ჰიდრა
- მაღაროს მცველები
- ფონონი
მენტორები: დავით სონღულაშვილი | უტა კილასონია
რა ელის გუნდებს წინ?
ჩვენი ფინალისტი გუნდები მიიღებენ დაფინანსებას, რათა შექმნან წარმოდგენილი პროექტების პროტოტიპები. 2026 წლის შემოდგომაზე კი ფინალურ ეტაპზე ჟიურის წინაშე სწორედ ამ მზა პროტოტიპებს წარადგენენ და 2026 წლის გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მენტორებს ამ უდიდეს წარმატებას და ვუსურვებთ გამარჯვებას ფინალში!
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია STEM დარგებით (ტექნოლოგიები, ინჟინერია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) ახალგაზრდების დაინტერესება.
პროექტი ინიცირებულია აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, ხოლო მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, GITA, ლიბერთი ბანკი და სხვა პარტნიორები.
