პროექტები
2023 წელს ეკოკლუბი “მწვანე პროგრესი” პროექტ "ნიკო კეცხოველის პრემია 2023"-ის ფინალისტი გახდა და საუკეთესო ათეულში მოხვდა.
"მწვანე პროგრესმა" იმერეთიდან უმაღლესი ქულები დაიმსახურა ნახევრაფინალში.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები და მათი პედაგოგი მთელი წლის განმავლობაში იყვნენ ჩართული სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემის გამოვლენა-მოგვარებაში, ასევე გეგმავდნენ და ასრულებდნენ სხვადასხვა ტიპის აქტივობას.
—---
Საგან “ბიზნეს უნარებისა” და Დაზოგვის კვირეულის ფარგლებში III-VI კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს და დაამზადეს პროექტები. Გაიმართა ქვიზ მარათონი დაზოგვისა და ფინანსური წიგნიერების თემაზე.
—---
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით 17 ნოემბერს ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესს პოეტი ტარიელ ხარხელაური ეწვია. ჩვენმა მოსწავლეებმა წაიკითხეს რჩეული ლექსები და დაუსვეს კითხვები ავტორს. ღონისძიების ფარგლებში შედგა ტარიელ ხარხელურის ლექსზე შექმნილი მუსიკის პრემიერა.
—--
სკოლა პროგრესის VI-VIII კლასის მოსწავლეებში გაიმართა პირველი სასკოლო ჩემპიონატი სტრატეგიულ სამაგიდო თამაშში "Splendor".
ჩემპიონატის პირველ ტურში მონაწილება მიიღო 4-4 მოსწავლისგან შემდგარმა გუნდებმა. თითოეული გუნდიდან ფინალურ ეტაპზე გადავიდა თითო მოსწავლე.
სამაგიდო თამაში "Splendor" მოსწავლეებს უვითარებს:
- სტრატეგიულ აზროვნებას;
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარს;
- სიფრთხილის, დეტალებზე ორიენტირებულობისა და დროის მართვის უნარებს;
- წესების/ინსტრუქციების გაგება-გააზრებისა და რიგის დაცვის კულტურას.
—----
2024 წლის იანვარში საფუძველი ჩაეყარა პროგრესის მშობელთა ასოციაციას.
ასოციაციის პირველ შეხვედრაზე მშობლები შეხვდნენ ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნინა ჩიკვაშვილს და აღმასრულებელ დირექტორს, ნათია კილაძეს.
მათ მოისმინეს სემესტრული ანგარიში სკოლის მიღწევებისა და სკოლის სტრატეგიული გეგმების შესახებ. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ასიოციაციის სამომავლო გეგმები.
—-
საგან “წიგნიერების” ფარგლებში ჩატარდა გამოფენა, სადაც ბავშვებმა წამოადგინეს ხელნაკეთი წიგნები, კატალოგები და მაკეტები. გამოფენის მონაწილეები თავიანთი ინტერპრეტაციით გვაცნობდნენ წაკითული წიგნების შინაარსსა და შთაბეჭდილებებს. აქტივობაში მონაწილეობდნენ სკოლა პროგრესის V-VI კლასის მოსწავლეები.
—-
"რბილი უნარები ჩვენს გარშემო" - პიროვნული განვითარების კლუბის ფარგლებში, კლუბის წევრთა ორგანიზებით საინტერესო პროექტი განხორციელდა.
პროექტში მონაწილეობა მიიღო VI,VII,VIII კლასის ორმოცმა მოსწავლემ.
პროექტი მოიცავდა სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ აქტივობას:
ჩატარდა Kahoot მარათონი თემაზე "ემოციური ინტელექტი". გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები სკოლისაგან.
პროექტის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სიმულაციურ თამაშში "ახალი პლანეტა", რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ძირითადი ადამიანური ღირებულებების განსაზღვრა და დაცვა.
—-
ქალთა უფლებები, დისკრიმინაციის აკრძალვა, ბავშვთა უფლებები - ამ თემებზე პროგრესის სამართლის კლუბის წევრმა მოსწავლეებმა თანატოლებს მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.
პროექტი VI,VII და VIII კლასებში განხორციელდა და მისი მიზანია მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება მოცემული საკითხების ირგვლივ.
—--
ქვეყნებს შორის ტრადიციების გაცვლა - საინტერესო პროექტის "ქართული და იტალიური ცეკვა და მუსიკა” ფარგლებში ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის და იტალიის, ქ. პიზის სამეცნიერო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთი ქვეყნის ტრადიციული ცეკვების, ხალხური მუსიკისა და ინსტრუმენტების შესახებ, გერმანულ ენაზე.
შეხვედრა დისტანციურად, ონლაინ ჩართვის მეშვეობით გაიმართა.
ღონისძიებას ორგანიზიება გაუწია გერმანული ენის კათედრამ.
—
პროგრესმა უმასპინძლა UNICEF-ისა და სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ.
შეხვედრები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ესწრებოდა როგორც პროგრესის, ასევე ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლე.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში განახლებადი ენერგიის როლის შესახებ მათი ინფორმირება.
—-
მოსწავლეების მიერ გაციფრულებული წიგნები - მე-6 კლასის მოსწავლეებმა 3 წიგნი: ვაჟა ფშაველას მოთხრობები, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები და ქართული ხალხური ზღაპრები გააციფრულეს.
წიგნის ყდის დიზაინისთვის და შიდა ესკიზებისთვის ნახატებიც თავად შექმნეს.
მუშაობის დროს კი Google Docs Google Lens და მცდარბეჭდილმძებნი გამოიყენეს, ასევე მოიძიეს საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციაც.
—-
პროგრესში ტრადიციული მეწარმეობის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში გამოფენილი იყო მოსწავლეების მიერ წარმოებული ხელნაკეთი ნივთები და საკვები პროდუქტები. შეგახსენებთ, რომ ბიზნესგანათლება, როგორც დამოუკიდებელი მიმართულება პროგრესში მრავალი წელია დანერგილია და მოსწავლეები პირველივე კლასიდან ეუფლებიან სამეწარმეო, ბიზნეს და ეკონომიკურ ცოდნასა და უნარებს.
—-
საქალაქო კონფერენცია ბიოლოგიაში - "ბიოლოგია - მრავალდარგოვანი დისციპლინა, სიახლეები და ძიებები“.
რამდენადაც ამოუწურავია ბიოლოგიის სამყარო, იმდენად მრავალფეროვანი თემატიკით დატვირთული პრეზენტაციები წარმოგვიდგინეს ჩვენმა მოსწავლეებმა.
კონფერენციის საპატიო სტუმარი იყო ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - მაგდანა ჯიქია.
კონფერენციის ორგანიზატორი ამავე სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი, თამარ ჭეიშვილი.
პედაგოგები - თამარ ჭეიშვილი, ნინო ტორაძე, ნინო უსანოვა.
—-
პროექტ "გახდი პროგრესის მასწავლებლის" მესამე ეტაპი წარმატებით დასრულდა.
პროგრამა სამი წლის წინ დაინერგა პროგრესში და ის ამზადებს და საშუალებას აძლევს თავის კურსდამთავრებულებს წარმატებით განაგრძონ საქმიანობა სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეში.
პროექტის მესამე ეტაპზე გასაუბრებით შეირჩა პროგრამის 8 მონაწილე, საიდანაც ოთხმა მათგანმა კურსი წარმატებით დახურა.
კურსი მოიცავდა:
- კვირაში 8 საგაკვეთილო საათზე დასწრებას;
- სატრენინგო მოდულებზე დასწრებას;
- საცდელი საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარებას.
პროგრამაში მონაწილე პირებმა მიიღეს სწავლების რეალური გამოცდილება, რეკომენდაცია ტუტორებისაგან, ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ შესაბამის სერტიფიკატებთან ერთად. საუკეთესო მონაწილეებს კი მიეცემათ დასაქმების რეალური შესაძლებლობა.