Professional Education
2025 წელს შპს ქართულ - ამერიკული სკოლა პროგრესი გეგმავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებას.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში სკოლა მიღებას გამოაცხადებს 2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით შეისწავლონ შემდეგი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან ერთ- ერთი:
- კომპიუტერული ქსელი და სისტემები ( მეოთხე დონე)
- კომპიუტერული გრაფიკა ( მეოთხე დონე)
პროგრამებზე სწავლა შეუძლია პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირთა ორ კატეგორიას:
- საბაზო განათლების მქონე პირები - ინტეგრირებულ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში პარალელურად ეუფლებიან პროფესიულ და ზოგად განათლებას. პროგრამა გრძელდება 2 წელი და მოიცავს მე-11 და მე-12 კლასების ფარგლებში მისაღწევ სწავლის შედეგებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს. დაინტერესების შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს შესაძლებლობა სწავლა განაგრძოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
- ზრდასრულები - არაინტეგრირებულ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს შეუძლიათ დაეუფლონ სასურველ პროფესიას და მიიღონ სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.
სკოლაში გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ულტრათანამედროვე, უსაფრთხო, შშმ პირთათვის ადაპტირებულ სასწავლო გარემოს. შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას დარგის კვალიფიციური და პროფესიონალი პედაგოგები უზრუნველყოფენ.