2023-07-20
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის დამფუძნებელმა ნინა ჩიკვაშვილმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს “პროგრესის უმაღლესი ჯილდო” გადასცა
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის დამფუძნებელმა და ბრენდის ავტორმა ნინა ჩიკვაშვილმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს “პროგრესის უმაღლესი ჯილდო” გადასცა საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების განვითარებასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.
სკოლა პროგრესი ამერიკის საელჩოსთან და ამერიკის სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტს ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა პროგრესი ამერიკის სავაჭრო პალატის საპატიო წევრია, რომელიც ხელს უწყობს წევრების საერთო ეკონომიკურ ინტერესებსა და ქართულ-ამერიკული ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას.