მისასალმებელი სიტყვა
ქართულ რეალობაში, სწავლების თანამედროვე მეთოდებითა და გლობალური პერსპექტივით, 22 წლის წინ, ახალი სკოლის დაარსება უზარმაზარი გამოწვევა იყო. სიახლის დამკვიდრების გზაზე ჩვენ წავაწყდით ტრადიციონალისტების სკეპტიციზმს, ბიუროკრატიულ მექანიზმებს და სხვა სირთულეებს. მიუხედავად დაბრკოლებებისა, ჩვენი მაღალი ინტერესი ინოვაციებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა არ განელებულა, პირიქით ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც პრიორიტეტად ვაქციეთ სწავლების უახლესი მეთოდოლოგიის, ინტეგრირებული ტექნოლოგიის დანერგვა და ხელი შევუწყეთ ინკლუზიური გარემოს შექმნას სასკოლო სივრცეში.
პროგრესის ისტორია ქუთაისში, 2002 წელს დაიწყო, სადაც თანამედროვე სწავლების პიონერები გავხდით. მეთოდოლოგიები, როგორიცაა პროექტზე დაფუძნებული სწავლება, სიახლე იყო საგანმანათლებლო სივრცეში. ინოვაციურმა მიდგომებმა მოსწავლეებში არა მხოლოდ გააძლიერა კრიტიკული აზროვნების უნარები, ასევე, სწავლა გახადა უფრო საინტერესო და ინტერაქტიული.
ჩვენ შემოვიღეთ კოდირებისა და რობოტიკის სწავლება ადრეული ასაკიდან, რაც ჩვენს მოსწავლეებს აუცილებელი ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. თანამედროვე მიდგომებმა, ინსტრუმენტებმა და მეთოდებმა გაკვეთილები უფრო დინამიური გახადა.
საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პროგრამებს და პროგრესულ საგანმანათლებლო სტრატეგიებს. განათლება უწყვეტი უნდა იყოს, სადღაც თუ შეწყდა, შედეგის მიღწევა შეუძლებელი ხდება. ამ მთავარ კონცეფციას, ღირებულებათა სისტემას სამივე სკოლა თანაბრად იზიარებს.
პროგრესის ისტორიის ყველაზე დიდი მიღწევა პროგრესულად მოაზროვნე, პროფესიონალი, ინოვატორი და საერთო იდეის გამზიარებელი გუნდის შეკრება იყო. ერთია, როცა ლიდერი თვითონ ვითარდება და მეორე - სხვასაც აძლევს განვითარების საშუალებას.
მომავლისთვის ჩვენი მიზნები სცდება საქართველოს საზღვრებსაც, გვსურს ჩვენი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გავიტანოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ და სხვადასხვა ქვეყანაში დავნერგოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების სერვისი.