სამაგიდო თამაშების კლუბი
თამაშის პროცესი მოსწავლეს ეხმარება:
- სოციალიზაციისა და ცხოვრებისეული უნარების განვითარებასა და გაძლიერებაში;
- ეთიკის ნორმების და ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებაში;
- გამარჯვებისა და მარცხის ღირსეულად მიღებაში;
- წესების სწორად ჩამოყალიბებასა და შესრულებაში.
სამაგიდო თამაშების დახმარებით მონაწილეები ჩამოიყალიბებენ შემდეგ პიროვნულ უნარ-ჩვევებს:
- ღიაობა და გაზიარება, ნარატიული უნარები;
- კოგნიტური მოხერხებულობა;
- პრობლემის გადაჭრა;
- რისკის შეფასება;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.