ვიკიპედიის კლუბი
ვიკი-კლუბის ძირითადი მიმართულებაა: ქართულენოვანი ვიკიპედიის გამდიდრება სხვადასხვა თემატიკის ახალი სტატიებით და არსებული სტატიების რედაქტირება, გაუმჯობესება.
კლუბის მიზანია მოსწავლეებს შეასწავლოს:
- ვიკიპედიის მნიშვნელობა, მისი მუშაობის პრინციპები და სპეციფიკა;
- სტატიების რედაქტირების წესები;
- ენციკლოპედიური და აკადემიური წერის პრინციპები;
- წყაროების სანდოობის გადამოწმება და მათი მითითება ტექსტში;
- მოამზადოს კლუბის წევრები სხვადასხვა კონკურსში და პროექტში, მონაწილეობისათვის.