დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია ესეების კონკურსზე „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი".
დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია ესეების კონკურსზე „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი".
მონაწილეობა შეუძლიათ X, XI და XII კლასების საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით.
ნამუშევრების წარდგენა /დაწერა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.
პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს ამერიკის საელჩო სერტიფიკატებით დააჯილდოებს, ქართულ - ამერიკული სკოლა „პროგრესი“-სგან მიიღებენ American High School (AP) პროგრამის კურსზე სრულ დაფინანსებას და შესაბამის ამერიკულ აკრედიტირებულ დიპლომს
პირველ ადგილზე გასული ესეს ავტორი აგვისტოში ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს კონფერენციაზეც „CHANGE THE WORLD - MODEL UN CONFERENCE” ზე გაემგზავრება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: რეგისტრაციის ბმული
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ კონკურსს ამერიკის საელჩოსთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს.
ესეების კონკურსი 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერების ხსოვნას ეძღვნება. მისი მიზანია, მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია.
ესეების კონკურსი ჩატარდება შემდეგ ქალაქებში:
- თბილისი
- თელავი
- ზუგდიდი
- ქუთაისი
- ბათუმი
კონკურსის ჩატარების დრო: 25 თებერვალი
დამატებით ინფორმაციას მონაწილეები მიიღებენ შეტყობინების სახით
იხილეთ: კონკურსის დებულება