2024-02-29
სკოლა პროგრესსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტი, სახელწოდებით „იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლება რეგიონულ უნივერსიტეტებში ადგილობრივი კადრების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებით“ ითვალისწინებს:
- რეგიონული უნივერსიტეტების იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ადგილობრივი კადრების გადამზადებით;
- პრაქტიკული სამართლის (Streel Law) კომპონენტის დანერგვას, ამ მხრივ სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას;
- ძირითადი სამიზნე აუდიტორიის (სკოლის მოსწავლეების) სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.
„Street Law” კურსის ფარგლებში სტუდენტები ჩაატარებენ 50 გაკვეთილს, რომელშიც 150-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
კურსში მონაწილე მოსწავლეებისგან ჩამოყალიბდება თანატოლგანმანათლებელთა ქსელი, რომლებიც აქტიურად იმუშავებენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე სამართლის აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.