სკოლის ისტორია
ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა „პროგრესმა“ არსებობა 2000-იანი წლების დასაწყისში, როგორც სტარტაპმა ისე დაიწყო. იგი თავიდანვე ფოკუსირებული იყო მდგრად განვითარებასა და ინოვაციაზე, ამასთანავე ის დაარსებიდან პასუხობს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ხარისხიანი ეროვნული და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ. „პროგრესი“ დაფუძნებულია თანამედროვე სასწავლო მეთოდებზე, ტექნოლოგიურ პროცესებსა და პროფესიონალ მასწავლებლებზე.
სკოლა ლიცენზირებულია როგორც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ასევე აკრედიტირებულია ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს მიერ. აღნიშნული მოიცავს საერთაშორისო სასწავლო (ამერიკული პროგრამა) და გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამებს (AP, PSAT, SAT, ACT). „პროგრესის“ სკოლების ამერიკული სასწავლო პროგრამა სრულად K-12 საფეხურზე (სკოლამდელი განათლებიდან საშუალო განათლების ჩათვლით) აკრედიტებულია მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო მაკრედიტირებელი COGNIA-ს ინსტიტუციით. ზემოთ ხსენებული აძლევს უფლებამოსილებას უზრუნველყოს K-12 საფეხურის ქართულ-ამერიკული ინტეგრირებული განათლება და გასცეს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარებული ორმაგი დიპლომი.
22 წლის განმავლობაში "პროგრესი" მუდმივად ვითარდებოდა, აყალიბებდა თავის უნიკალურ ნიშას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო განათლების სფეროში. სკოლამ ჩამოაყალიბა საგანმანათლებლო მიდგომა, რომელიც არა მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს უწყობს ხელს, არამედ უზრუნველყოფს მათ პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო მიღწევებს.
"პროგრესის" კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ განათლებას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და არიან მომავალი თაობის ახალგაზრდა ლიდერები. მათი შედეგები ადასტურებს სკოლის მიერ შემოთავაზებული განათლების მაღალ ხარისხსა და უნიკალურობას. სკოლას 3000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით და საგრანტო პროგრამებით ირიცხება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტებში, მათ შორის:
- University of San Diego
- Stanford University
- University of Chicago
- The Hague Academy of International Law
- Constructor University Germany
- Frankfurt School of Finance & Management
- Charles University
- New Jersey Institute of Technology
- Greenwich University in London
- Technological University Dublin
- Technical University of Munich
- Trinity College Dublin
- Schiller International University
- University of Toronto Scarborough და სხვ.
პროგრესის ამერიკული სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ექსპანსია
ამერიკულ და ხარისხიან განათლებაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად
"პროგრესმა" განახორციელა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა უზრუნველეყო სასწავლო კონცეფციის თანამედროვე სტანდარტებთან გარემოს შესაბამისობა და გაფართოებულიყო, როგორც რეგიონში ისე ინფრასტრუქტურულად.
- 2015 წელი – ბათუმის ფილიალის გახსნა;
- 2016 წელი – ქუთაისის ფილიალის საერთაშორისო სტანდარტის კამპუსის მშენებლობა (850 მოსწავლეზე გათვლილი);
- 2017 წელი – თბილისის ფილიალის გახსნა;
- 2020-2022 წლები – „ანაგისთან“ პარტნიორობით ბათუმის ახალი სასკოლო კამპუსის მშენებლობა (1000 მოსწავლეზე გათვლილი);
- 2025-2027 წლები – თბილისში, დიღომში, ულტრათანამედროვე სასკოლო კამპუსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ოლიმპიური სტანდარტის სპორტულ მოედნებს, აუზს, სამეცნიერო ლაბორატორიებსა და ბოტანიკურ ბაღს. სკოლა გათვლილი იქნება 1,200 მოსწავლესა და 280 საბავშვო ბაღის აღსაზრდელზე;
- 2026-2028 წლები – საუნივერსიტეტო კოლეჯისა და Boarding School-ის გახსნა, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული საშუალო განათლების, პროფესიული სასწავლებლისა და საუნივერსიტეტო სკოლის ინტეგრირებას.
"პროგრესი" უკვე 23 წელია რაც ლიდერია განათლების სფეროში. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ საგანმანათლებლო ევოლუციის ახალი სტანდარტი, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, საერთაშორისო აღიარებასა და მოსწავლეზე მორგებულ, პერსონალიზებულ მიდგომას. ჩვენთან პარტნიორობა ნიშნავს გრძელვადიან თანამშრომლობას, რომელიც მომავალი თაობების განვითარებას ემსახურება.
"პროგრესი" განაგრძობს განათლების სფეროში ინოვაციებისა და განვითარების ახალი სტანდარტების დანერგვას. ჩვენი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და გრძელვადიანი ხედვა უზრუნველყოფს არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის გაუმჯობესებას. ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ მომავალ თაობებს საუკეთესო განათლება, რომელიც გაუხსნის მათ კარს წარმატებისა და ლიდერობისკენ.