საერთაშორისო განათლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრი
2023 წელს „პროგრესის“ ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო საერთაშორისო განათლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრმა, რომელიც სპეციალიზებულ მოსამზადებელ კურსებს სთავაზობს მათ ვისაც სურთ გაიღრმავონ ცოდნის დონე და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენი პროგრამები განკუთვნილია იმ ინდივიდებისათვის, ვისაც სურთ გაიმყარონ აკადემიური საწყისები და მიაღწიონ წარმატებას, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო გამოცდებში.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული პრესტიჟული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი:
- ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი (ძირითადი და არჩევითი საგნები);
- AP საგნები;
- SAT, IELTS, FCE, TOEFL-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები.
- ზოგადი ინგლისური ენის კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის - A1/A2/A3 B1/B1+/B2/B2+/C1;
- ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამა ძირითად და არჩევით საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა, ისტორია და სხვა;
- AP საგამოცდო პროგრამა, საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩაბარების და სწავლის გაგრძელების მსურველთათვის: AP English Language and Composition, AP მიკროეკონომიკა, AP მაკროეკონომიკა, AP ბიოლოგია, AP ქიმია, AP გეოგრაფია, AP ფიზიკა, AP კომპიუტერული მეცნიერებები, AP კალკულუსი, AP მსოფლიო ისტორია;
- საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამა - PSAT/SAT/MAP/KET/FCE/IELTS/TOEFL/TESOL/GERMAN EXAMS (FIT EXAMS);
- ზოგადი სასაუბრო ინგლისური ენის კურსი ზრდასრულთათვის;
- ინგლისური ენის სპეციალური კურსი კალათბურთის და ფეხბურთის აკადემიის მოსწავლეებისთვის.
მისია:
ჩვენი მისიაა ინოვაციური, საერთაშორისოდ აღიარებული სწავლების მეთოდოლოგიების გამოყენებით სტუდენტებს უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო გამოცდილება მივაწოდოთ. აღნიშნული მათ ცოდნას, თავდაჯერებულობასა და უნარ-ჩვევებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. მრავალწლიანი ეროვნული და საერთაშორისო საგანმანათლებლო ექსპერტიზით ჩვენ თითოეული სტუდენტის მიზანზე მორგებულ სასწავლო გამოცდილების ვქმნით.
ყველა ამბიციურ მოსწავლეს გიწვევთ ჩვენთან, სადაც შეძლებთ რომ მოიძიოთ თქვენთვის უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამები. დაიწყეთ ტრანსფორმაციული მოგზაურობა აკადემიური და პროფესიული წარმატებისკენ. თქვენი მომავალი იწყება აქ!