ინტელექტუალური კლუბი: რა? სად? როდის?
კლუბის ფარგლებში მოსწავლეს შესაძლებლობა ეძლევა ერთგვარი გამოცდა მოუწყოს ინტელექტუალურ ცოდნას და იმუშაოს სისუსტეებზე. კლუბის წარმატებული წევრები “ტვინების შეჯიბრსა” და ამერიკულ ინტელექტუალურ თამაშ “ჯეპარდში” იღებენ მონაწილეობას. ზემოთ აღნიშნული კი მათ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. კონკურსი სასწავლო წლის ორივე სემესტრში ტარდება და გამარჯვებულებს საპრიზო ადგილებზე ჯილდოები გადაეცემათ.
კლუბ „რა? სად? როდის?“ ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ აიმაღლონ წიგნიერებისა და ცოდნის დონე.
კლუბის მიზანია:
- სკოლაში წიგნიერებისა და ცოდნის დაგროვების წახალისება;
- მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება;
- მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოება სასწავლო პროცესისგან განსხვავებულ გარემოში;
- მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა;
- მოსწავლეთა თვითრეალიზაციის პროპაგანდა.
კლუბის სამუშაო პროცესი დაგეგმილია პრაქტიკული აქტივობებით სამი ასაკობრივი კატეგორიისთვის/კლასებისთვის:
- III-IV;
- V-VII;
- VIII-XI.
მოსწავლეები სარგებლობენ მათზე მორგებული, ასაკისთვის შესაბამისი ,,შეკითხვების ბანკით“.