პროგრესელების მორიგი დიპლომატიური ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუციებსა და ნატოს შტაბ-ბინაში
3 პროგრესელი დიპლომატიური სასწავლო ვიზიტით ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა.
მოსწავლეები 1 კვირის მანძილზე ყოველდღიურად სტუმრობდნენ ევროკავშირის ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა:
-
ევროპის პარლამენტი;
-
ევროკავშირის საბჭო;
-
ევროკომისია;
-
ნატო-ს შტაბ-ბინა;
-
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური;
-
ევროპის რეგიონთა კომიტეტი;
-
ბელგიის პარლამენტი.
ვიზიტების ფარგლებში მოსწავლეები:
-
ესწრებოდნენ სპეციალურად მათთვის წინასწარ ორგანიზებულ შეხვედრებს;
-
ისმენდნენ პრეზენტაციას გადაწყვეტილების მიმღები ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციონირებისა და დანიშნულების შესახებ;
-
სვამდნენ შეკითხვებს და მსჯელობდნენ დღეისათვის აქტუალურ თემებზე.
გარდა ბრიუსელისა, მოსწავლეებმა მოინახულეს დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქი - ბრიუგე.
მსგავსი პროექტები ხორციელდება სკოლა პროგრესის ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახურის მიერ, რომელსაც სამივე სკოლაში ხელმძღვანელობს მაკა კაჭკაჭიშვილი.