2024-07-07
პიროვნული განვითარების კლუბის შემაჯამებელი პროექტი „Social-Emotional Skills Matter“
პროექტში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასის მოსწავლეებმა.
მოსწავლეებმა შექმნეს სოციალური-ემოციური უნარების შესახებ თემატური პოსტერები და გადმოსცეს თავიანთი მთავარი გზავნილი: სოციალური და ემოციური უნარები მნიშნელოვანია არა მხოლოდ პიროვნების ჩამოყალიბების, არამედ აკადემიური უნარების გაუმჯობესების პროცესში.
„პიროვნული განვითარების კლუბის“ მიზანია მოზარდებში იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი „რბილი უნარების“ განვითარება, რომლებიც მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევის პროცესში.
კლუბის მენტორი და ხელმძღვანელი - ნინო ბუცხრიკიძე.
შეგახსენებთ, რომ პროგრესში არსებული კლუბები დანერგილია და ფუნქციონირებს ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახურის ფარგლებში.
სამსახურის ხელმძღვანელი - მაკა კაჭკაჭიშვილი.