2024-10-30
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს სკოლა პროგრესის დამფუძნებელმა, გენერალურმა დირექტორმა და ბრენდის ავტორმა ნინო ჩიკვაშვილმა და KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარების ორგანიზებასა და გამოცდილების გაზიარებას.
ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას სკოლა პროგრესის მოსწავლეები იღებდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია პირადად რექტორისგან მიეღოთ.