„ლინგოსთარიდან“ – პროგრესის ამერიკულ პროგრამამდე!
პროექტ „ლინგოსთართან“ პარტნიორობის ფარგლებში, კონკურსის ყველა მონაწილეს პროგრესის ამერიკული პროგრამის სწავლების 10%-იანი ფასდაკლება, ხოლო ფინალისტებს 50%-იანი გრანტი გადაეცათ.
პროგრამის ფარგლებში გაცემული საშუალო განათლების დიპლომი აღიარებულია როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული განათლების დონეზე.
ამერიკული პროგრამით თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს: საერთაშორისო აკრედიტებული სასწავლო პროგრამა (AP) და პერსონალური საუნივერსიტეტო მრჩეველი.
ასევე, საერთაშორისო უნივერსიტეტების აპლიკაციის პლატფორმები – Common App, MaiaLearning და UCAS, რომლებიც მოსწავლეებს აკადემიური და კარიერული პორტფოლიოს შექმნაში და უნივერსიტეტებში განაცხადის მომზადებაში ეხმარება.
პროგრესი როგორც – Coursera-ს პირველი პარტნიორი სკოლა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში – სთავაზობს მოსწავლეებს წვდომას Princeton, Harvard, MIT, Yale და მსოფლიოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტების კურსებზე (ჩამონათვალი მოიცავს 1000-მდე საერთაშორისო უნივერსიტეტს).