Forbes Georgia წარმოგიდგენთ 2025 წლის ქალთა კონფერენციას
29 მარტს, საქართველოს ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა – Forbes Georgia – 2025 წლის ქალთა კონფერენციას უმასპინძლებს.
Forbes Women Conference 2025 ლიდერი ქალების გაძლიერებასა და მათი მიღწევების წარმოჩენას მიეძღვნება. ღონისძიება ერთ სივრცეში მოუყრის თავს წარმატებულ ქალებს, რომლებიც საქართველოს მომავალს ქმნიან.
კონფერენციის მიზანი იმ ქალების წარმოჩენაა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ტრანსფორმაციული ცვლილებების სათავეში დგანან. ღონისძიების გენერალური პარტიორია გასტრონომი. ღონისძიების მხარდამჭერი პარტნიორები არიან: ლურჯი ოკეანე, Lab Technologies, რედბული, სარაჯიშვილი, Progress American Schools, Efes, UN Women, სტარტაპ ბიურო.
ღონისძიების ფორმატი
ღონისძიება Publica-ს საკონფერენციო სივრცეში ჩატარდება და 19:00 საათზე გაიხსნება. უშუალოდ კონფერენცია ორ სცენას მოიცავს: PechaKucha Night Stage (პრეზენტაციები) და Forbes Women Stage (პანელური დისკუსიები).
ღონისძიების ფორმატი
ღონისძიება Publica-ს საკონფერენციო სივრცეში ჩატარდება და 19:00 საათზე გაიხსნება. უშუალოდ კონფერენცია ორ სცენას მოიცავს: PechaKucha Night Stage და Forbes Women Stage.
PechaKucha პრეზენტაციის ცნობილი ფორმატია, რომელიც უმეტესად სურათებზე ორიენტირებულ, დინამიკურ თხრობას გულისხმობს. PechaKucha-ს ფარგლებში ანტრეპრენიორი ქალები ისაუბრებენ საკუთარი ბიზნესისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.
მეორე სცენა Forbes Women-ის ორ პანელურ დისკუსიას დაეთმობა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველაზე გავლენიანი ლიდერი ქალები მიიღებენ. დისკუსიის მთავარი თემები ლიდერობა, ინოვაციები და თვითგანვითარება იქნება.
მეორე პანელის მთავარი თემაა “ქალები ტექნოლოგიებში” — გამოწვევები, ინოვაციები, მომავლის ტრენდები.
პანელი მოიცავს ინტერაქციულ სესიასა და აუდიტორიის ჩართულობას კითხვა-პასუხის ფორმატში.
პანელის მოდერატორი Forbes Georgia-ს საოპერაციო დირექტორი, ანინა ტეფნაძე იქნება.
პანელური დისკუსიის შემდეგ საღამო ნეთვორქინგით გაგრძელდება Publica-ს სივრცეში, After Party კი Plus One-ში გაიმართება.
საღამოს არაფორმალურ ნაწილზე შეძლებთ, რომ Alfreda Stieglitz-ის სელექციას მოუსმინოთ. Alfreda უკვე რვა წელია, Mzesumzira-ს რეზიდენტია. აქვს ძალიან დიდი ფონოტეკა და საკუთარ მუსიკალურ სელექციას ხშირად უკრავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაზე.
რატომ უნდა დაესწროთ?
- მოუსმენთ საინტერესო ლიდერებს ინდუსტრიების ფართო სპექტრიდან
- მიიღებთ რჩევებსა და ინსპირაციას
- დაესწრებით დინამიკურ და დასამახსოვრებელ პრეზენტაციებს
- მონაწილეობას მიიღებთ ინტერაქციულ სესიაში
- ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა არაფორმალურ გარემოში ნეთვორქინგისათვის და ახალი კონტაქტების დასამყარებლად.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: