პროგრესი HR კონგრეს 2025-ზე!
სასტუმრო შერატონში HRPA • Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა წლის ყველაზე მასშტაბური HR კონგრესი, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი იყო!
ღონისძიების ერთ-ერთ მთავარი სპიკერი იყო პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი ნინა ჩიკვაშვილი, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იქცევა ნეთვორქინგი განვითარების სტრატეგიად, და როგორ ქმნის ნდობა და ადამიანური კავშირები მომავალს. მისი გამოსვლა ნათლად წარმოაჩენდა პროგრესის ხედვას — რომ განათლება მხოლოდ ცოდნა კი არა, ადამიანური ურთიერთობების, მიზნისა და ხედვის სინთეზია.
კონგრესს HR პროფესიონალები და ბიზნეს ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც ახლოდან გაიცნეს პროგრესის ისტორია — როგორ იქცა ერთი იდეა მოძრაობად, რომელიც დღეს ქმნის გლობალური განათლების ახალ წესებს.
სკოლა პროგრესი აგრძელებს ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერას, რომლებიც აერთიანებს ადამიანებს, აძლიერებს პროფესიონალურ განვითარებას და ხსნის გზას საერთაშორისო თანამშრომლობისკენ.