მასწავლებელთა დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია - "Celebrating Progress"
თქვენ ქმნით მომავლის პროგრესს - ყვარელში მასწავლებელთა დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია - “Celebrating Progress” გაიმართა
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის პროგრესის მასწავლებლები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ. პროგრესში მუშაობის 5, 10, 15 და 20 წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგებს სპეციალურად მათთვის დამზადებული საჩუქრები გადაეცათ
პროგრესელებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელმა, გენერალურმა დირექტორმა და ბრენდის ავტორმა, ნინა ჩიკვაშვილმა აკადემიურ დირექტორებთან ერთად გადასცა
პროგრესის სკოლებში 3 წელია 360 - გრადუსიანი შეფასების სისტემა ფუნქციონირებს. აღნიშნული სისტემა ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურს შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეს უფრო ღრმა და ობიექტური შეხედულება თანამშრომელთა უნარებზე, მათ ჩართულობასა და განვითარებაზე
მადლობა პროგრესის უწყვეტ განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიონალიზმისთვის