პროგრესი ქუთაისში ფართოვდება - American Advanced Elementary School იხსნება!
პროგრესის ამერიკული სკოლები აგრძელებს უწყვეტ განვითარებას. სექტემბრიდან ქუთაისში იხსნება მეორე კამპუსი - ამერიკული სტანდარტების გაძლიერებული ადრეული და დაწყებითი განათლების სკოლა, რომელიც განკუთვნილი იქნება 3-9 წლის მოსწავლეებისთვის (K-Year 4 მოდელი).
ამერიკული სტანდარტის გაძლიერებული ადრეული და დაწყებითი განათლების სკოლა წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ, თანამედროვე და ინოვაციურ საგანმანათლებლო გარემოს. სკოლა მუშაობს ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე დაწყებით საფეხურს, ერთიანი სასწავლო კონცეფციისა და სივრცის ფარგლებში.
სასწავლო მოდელი
სკოლის პროგრამა სტრუქტურირებულია თანმიმდევრული საფეხურების მიხედვით:
- Preschool (3-5 წელი) - ადრეული განვითარების ეტაპი, ბავშვის სოციალიზაცია და სკოლისთვის მომზადება თამაშზე დაფუძნებული სწავლებით.
- ბაღი (5-6 წელი) - მზადება სკოლისთვის, საბაზისო აკადემიური უნარების განვითარება და სწავლისადმი ინტერესის გაძლიერება.
- პირველი კლასი (Y1) - ადაპტაციის ეტაპი, ინგლისური ენის ინტეგრაციით STEM საგნებში.
- 2-4 კლასები (Y2-Y4) - აკადემიური ცოდნის, კრიტიკული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების ეტაპი.
- მეხუთე კლასი (Y5) - დამოუკიდებელი აზროვნების, პროექტებზე მუშაობისა და მეწარმეობის საფუძვლების ეტაპი.
სასწავლო პროცესი აერთიანებს ინგლისურენოვან, ინტეგრირებული STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, რობოტიკა, IT ტექნოლოგიები, მათემატიკა) და პროექტებზე დაფუძნებულ მულტილინგვინურ სწავლებას. ეს კომპონენტები ინტეგრირებულია სტანდარტულ სასწავლო გეგმაში და მიზნად ისახავს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ადრეული ასაკიდანვე.
კამპუსი განთავსდება 4-სართულიან შენობაში და მოიცავს საბავშვო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო გარემოს, ტექნოლოგიურ და კვლევით ლაბორატორიებს, გარე რეკრეაციულ სივრცეებს, შიდა და გარე სპორტულ დარბაზებს, აგრეთვე ბიზნესის, მეწარმეობის, ჭადრაკისა და ხელოვნების სახელოსნოებს. მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და გახსნა დაგეგმილია 2026 წლის სექტემბერში.
პროგრესის ძირითადი კამპუსი აგრძელებს მუშაობას High School მოდელით. პროგრესის ამერიკული სკოლების რიგით მე-4 და ერთ ქალაქში ორი კამპუსის ერთობლიობა უზრუნველყოფს განათლების უწყვეტ გზას სკოლამდელი ასაკიდან სრულ ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურამდე.
