საუნივერსიტეტო მრჩეველი
საუნივერსიტეტო მრჩეველი თითოეულ მოსწავლეს მათ მიზნებზე მორგებულ, ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და მუდმივ კონსულტაციებს სთავაზობს. ის მოსწავლეებს ეხმარება სათანადოდ განსაზღვრონ რომელი გამოცდის (SAT, IELTS, TOEFL თუ სხვა) ჩაბარება იქნება საჭირო დასახული მიზნის მისაღწევად. ასევე მოსწავლეებს აცნობს ინფორმაციას უნივერსიტეტებისა და არსებული პროგრამების შესახებ. საუნივერსიტეტო მრჩეველი პროგრესელებს დამატებით სთავაზობს მხარდაჭერას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იგი მოსწავლეებს აპლიკაციის თითოეულ ეტაპზე უწევს კონსულტაციას, ეხმარება საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში, სამოტივაციო წერილის თუ რეზუმეს შედგენაში და ინტერვიუსთვის მომზადებაში.