2024-04-06
„დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“.
20-26 მარტს მსოფლიოს მასშტაბით გლობალური ფულის კვირეული აღინიშნება.
კვირეულის ფარგლებში პროგრესს ესტუმრა ფინედუს დესპანი - საქართველოს ბანკის წარმომადგენელი.
შეხვედრა IV-V კლასელებთან კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საქართველოს ბანკისგან ეროვნული ბანკის ბროშურა გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კამპანიის მიზანია ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფულთან, დაზოგვასა და დაგეგმვასთან, ასევე, გარემოსა და სოციალურ ცვლილებებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.