ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის მხარდაჭერით საქართველოს ბანკის 24-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა
იდეათეკაში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ბიბლიოთეკაში განთავსებული 3000-მდე წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებითა და პროექტორებით. ახალ სივრცეში მოწყობილია STEM კუთხეც, სადაც ახალგაზრდები გაეცნობიან მომავლის პროფესიების საფუძვლებსა და STEM მეცნიერების ბაზისებს.
იდეათეკა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და ახალგაზრდებისთვის შექმნის სწავლის, შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას.
სკოლა პროგრესი მუდმივად უწყობს ხელს განათლების განვითარებასა და ხელმისაწვდომობას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური და შთამაგონებელი სივრცეები, რომლებიც ახალგაზრდების ინტელექტუალურ და პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს, ასევე გავაღრმავოთ სკოლებისა და საზოგადოების თანამშრომლობა, ინოვაციური პროექტების განხორციელებით