2024-12-05
პროექტის „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“ წარმატებული მონაწილეები პროგრესიდან.
3-თვიანი კამპანიის ფარგლებში ამ მოსწავლეებმა იმუშავეს პლასტმასის ნარჩენების შემცირებაზე სკოლაში და მნიშვნელოვნად აამაღლეს ცნობიერება პლასტმასით დაბინძურებისა და მწვანე გადაწყვეტების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ.
კონკურსმა ნათლად წარმოაჩინა ახალგაზრდების უსაზღვრო პოტენციალი კრიტიკული გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრისა და მდგრადი პრაქტიკების წარმატებით დანერგვის მიმართულებებით.
მთელი საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
პროექტს ახორციელებს CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მხარდაჭერით.