2025-01-30
                                
                                
                                
                                                                    
                                                            პროგრესელების გლობალური განათლებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
ისინი პრაღის ზამთრის სკოლის ფარგლებში 2 კვირით Prague Language Institute-ს სტუმრობდნენ.
მათ შთამბეჭდავად გაატარეს ზამთრის არდადეგები:
- ესწრებოდნენ ინგლისური ენის გაკვეთილებს Native Speaker მასწავლებლებთან;
- გაეცნენ ინფორმაციას ჩეხეთში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ;
- კულტურული პროგრამის ფარგლებში ასევე იმყოფებოდნენ ვენასა(ავსტრია) და დრეზდენში(გერმანია). მოინახულეს პრაღის ნაციონალურ მუზეუმი, ზოოპარკი და აკვაპარკი.
ზამთრის სკოლის მიზანია მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება და საერთაშორისო გამოცდილების მიღება.

 
        