2025-04-05
                                
                                
                                
                                                                    
                                                            გაატარე შემეცნებითი საზაფხულო არდადეგები პრაღის საზაფხულო სკოლაში!
პროგრესი გთავაზობთ გაცვლით პროგრამას ჩეხეთში, სადაც განათლება და თავგადასავლები ერთმანეთს ხვდება!
თუ ხარ 12-17 წლის მოსწავლე და ეძებ საზაფხულო თავგადასავალს, დარეგისტრირდი დღესვე! https://forms.gle/JahvhjGXmqLgcuio6
ხანგრძლივობა: 1-15 ივლისი
რა გელოდება პრაღაში?
- ვიზიტი უნივერსიტეტებში – გაეცნობი საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებს და დაგეგმავ შენს მომავალს!
 - ჩეხეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
 - ქიმიისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
 - კარლის უნივერსიტეტი
 - ეკონომიკის უნივერსიტეტი
 - საერთაშორისო სტუდენტებთან შეხვედრა - მიიღებ რჩევებს და მოისმენ მათი წარმატების ისტორიებს!
 - საერთაშორისო ორგანიზაციებში ვიზიტი (Google, Coca-Cola, ŠKODA) - შეიტყობ მათი საქმიანობის შესახებ და შეხვდები დარგის სპეციალისტებს!
 - პრაღის ეროვნული მუზეუმის მონახულება - გაიფართოვებ მსოფლმხედველობას და გაეცნობი ჩეხეთის ისტორიას!
 - ექსკურსია გერმანიაში - იმოგზაურებ დრეზდენში და აღმოაჩენ მის მრავალფეროვან კულტურულ და ისტორიულ წარსულს დრეზდენის მუზეუმში!
 
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://drive.google.com/file/d/1yxSUSEkT-dcYZmnjckbyXsZeQs4UkfR4/view?usp=sharing
