ახალი სასწავლო წლის დასაწყისი — ახალი შესაძლებლობები პროგრესში
სექტემბერი ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია – ახალი გამოცდილებების, შესაძლებლობების, წინსვლისა და გაბედული ნაბიჯების დრო. სწორედ ამ გზაზე დგას პროგრესი, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან კიდევ უფრო მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს მოსწავლეებს. პროგრესი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ბრენდია საქართველოში, რომელიც აერთიანებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სკოლებს და ქმნის სივრცეს, სადაც განათლება მომავალს აშენებს.
პროფესიული განათლება
ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს პროგრესის პროფესიული უწყვეტი განათლების ცენტრები, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ სრულიად უფასოდ, სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას. ეს უნიკალური შესაძლებლობა მალე უკვე დედაქალაქშიც გახდება ხელმისაწვდომი.
- ინტეგრირებული პროგრამები აერთიანებს პროფესიულ განათლებას და მე-11–12 კლასის ზოგად საგნებს – კურსდამთავრებულს ერთდროულად ენიჭება დიპლომი და ატესტატი.
- არაინტეგრირებული პროგრამები განკუთვნილია სრული ზოგადი განათლების მქონე პირებისთვის და მოიცავს მხოლოდ პროფესიულ სწავლებას.
ℹ️ დეტალები და რეგისტრაცია: https://bit.ly/48aWX1y
ამერიკული სასწავლო პროგრამა
პროგრესი წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებით აკრედიტებულ სკოლას, რომელსაც მინიჭებული აქვს როგორც საქართველოს განათლების ეროვნული ლიცენზია, ისე ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს აკრედიტაცია (COGNIA).
ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ერთდროულად მიიღონ ეროვნული და საერთაშორისო დიპლომი. ამერიკული სასწავლო პროგრამა აკრედიტებულია მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, COGNIA-ს მიერ, რაც უფლებამოსილებას აძლევს უზრუნველყოს K-12 საფეხურის ქართულ-ამერიკული ინტეგრირებული განათლება და გასცეს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარებული ორმაგი დიპლომი.
- AP (Advanced Placement) პროგრამა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, სკოლის პერიოდში უკვე გაიარონ უნივერსიტეტის დონის კურსები და მოიპოვონ კრედიტები, რომლებიც აღიარებულია აშშ-ის, ევროპის, კანადის და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების მიერ.
- AP საგნები მხოლოდ კრედიტების დაგროვება არ არის — ეს არის შესაძლებლობა, განივითარო კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობა და ძლიერი სწავლის ჩვევები.
- SAT გამოცდისთვის მომზადება მოსწავლეებს აძლევს უპირატესობას უნივერსიტეტებში ჩაბარებისას და ზრდის სტიპენდიების მოპოვების შანსს.
ამერიკული სასწავლო პროგრამა პროგრესში აერთიანებს ხარისხიან განათლებას, საერთაშორისო გამოცდილებას და იმ ცოდნას, რომელიც მომავალ კარიერულ წარმატებას საფუძველს უყრის.
ℹ️ დეტალები და რეგისტრაცია: https://bit.ly/46w4Z3T
საერთაშორისო განათლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრი
პროგრესში ფუნქციონირებს საერთაშორისო განათლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრი, რომელიც სთავაზობს სპეციალიზებულ მოსამზადებელ კურსებს ყველას, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა, გაიმყაროს აკადემიური საფუძვლები და მიაღწიოს წარმატებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო გამოცდებში. ჩვენი მიზანია ინოვაციური და საერთაშორისოდ აღიარებული სწავლების მეთოდოლოგიებით სტუდენტებს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო გამოცდილება, გავზარდოთ მათი ცოდნა, თავდაჯერებულობა და უნარ-ჩვევები.
პროგრამების ჩამონათვალი:
- ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები (ძირითადი და არჩევითი საგნები);
- AP საგნები – უნივერსიტეტის დონის კურსები, აღიარებული მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ;
- საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები – SAT, IELTS, FCE, TOEFL, PSAT, MAP და სხვა;
- ზოგადი ინგლისური ენის კურსები სკოლის მოსწავლეებისა და ზრდასრულებისთვის (A1–C1 დონე);
- თემატური ინგლისურის სპეციალური კურსები (სპორტის აკადემიებისთვის და სხვ.)
საერთაშორისო საკალათბურთო კემპი
პროგრესი კალათბურთის მოყვარულებს სთავაზობს ექსკლუზიურ საკალათბურთო კემპს, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ ინტენსიური ვარჯიშები, ინდივიდუალური სესიები, ტურნირები და საგანმანათლებლო ვორქშოპები. კემპს უხელმძღვანელებენ მოწვეული საერთაშორისო დონის ესპანელი და ამერიკელი მწვრთნელები, Progress Basketball Academy-ის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად. კემპი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი უნარების გაძლიერება ტექნიკის, ტაქტიკისა და ფიზიკური მომზადების მიმართულებით. გარდა ამისა, მონაწილეები მიიღებენ გამოცდილებას ლიდერობაში, გუნდურ თანამშრომლობაში და სპორტულ მოტივაციაში.
გამორჩეული შესაძლებლობა: წარმატებულ მონაწილეებს მიეცემათ შანსი მიიღონ სრული ან 70%-იანი დაფინანსება საერთაშორისო საკალათბურთო სასწავლო პროგრამაზე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აკადემიაში.
ℹ️ დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://bit.ly/48cAmlk
STEM აკადემია
STEM აკადემიაში სწავლა ნიშნავს ინოვაციური იდეების რეალიზაციას მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენი სკოლა ცნობილია გამარჯვებული პროექტებითა და ნიჭიერი გამომგონებლებით: მოსწავლეები წარდგენილნი არიან საერთაშორისო კონკურსებზე, მათ შორის „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსსა და ათასწლეულის ინოვაციების კონკურსზე. გამარჯვებულებს აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ NASA-ს კოსმოსური ცენტრი და ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი.
აკადემიაში სწავლება ხორციელდება დავით სონღულაშვილის „რეალურ-ვირტუალური“ პროგრამით, რომლის წარმატება მრავალჯერაც დამტკიცდა მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტებით.
დამატებითი ინფორმაცია: https://bit.ly/3JYvl5R
პროგრესი გიწვევთ ტრანსფორმაციულ საგანმანათლებლო მოგზაურობაში – აქ შეძლებთ თქვენთვის უნიკალური პროგრამების მოძიებას და მომავლის წარმატების შექმნას. პროგრესი არის ადგილი, სადაც ცოდნა ენერგიად იქცევა, მიზნები რეალობად და თითოეული მიღწევა – ახალი შესაძლებლობების საწყისად. ჩვენთან მიღებული განათლება გაძლევთ ძალას და თავდაჯერებულობას, რომ მომავლის ლიდერები, ინოვატორები და წარმატებული პროფესიონალები გახდეთ. თუ თქვენც გჯერათ, რომ განათლება შეუძლებელს შეგაძლებინებს და სექტემბერი თქვენი ამ ამბის საუკეთესო დასაწყისია, არ გამოგრჩეთ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ სასურველ პროგრამაზე პროგრესში და დაიწყოთ თქვენი გზა წარმატებისკენ. თქვენი მომავალი იწყება აქ – პროგრესთან ერთად.