პროგრესის ამერიკული სკოლების წარმატება UCMAS-ის მსოფლიო თასზე 2025
2025 წელს UCMAS-ის მსოფლიო თასს, რომელსაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (SEU) 80-ზე მეტი ქვეყნიდან 1500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო საქართველომ უმასპინძლა. ეს იყო ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის.
პროგრესის ამერიკული სკოლებიდან მსოფლიო თასზე, დანიელ თადუმაძე და დემეტრე-ნოდარ ხვარეშია მონაწილეობდნენ, რომლებიც Z-დან D კატეგორიამდე დონეებში ასპარეზობდნენ.
ამ უპრეცედენტოდ მასშტაბურ ღონისძიებაში განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ, რომ პროგრესის ამერიკული სკოლების მეორე კლასის ორმა მოსწავლემ Flash კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.
ეს მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს პროგრესის მაღალ აკადემიურ დონესა და მოსწავლეთა წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე.
მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ოფიციალურ სოციალურ ქსელებში, პირდაპირი ტრანსლაციით, თვალი ედევნებინა, მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის.

